ახალი ამბები

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს საზღვართან ორი ”ბოევიკი” მოკლეს

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 5 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთზე ორი შეიარაღებული ”ბოევიკი” მოკლეს, რომლების რუსეთის ტერიტორიაზე ”მეზობელი” სახელმწიფოდან მოხვდნენ, იუწყება ”რია ნოვოსტი”.


რუსეთის ფედერალური უშიშროების პრესსამსახური აცხადებს, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტი და რელიგიურ-ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი აბუბაქარია.


საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

Back to top button