ახალი ამბები

პრეზიდენტი: საქართველო უახლოეს მომავალში მზად იქნება ყველანაირი შემოტევის მოსაგერიებლად

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ქართული არმია უახლოეს მომავალში მზად იქნება ”ყველანაირი ძალის, შესაძლო უცხოური აგრესიის და შემოტევის მოსაგერიებლად”.


”მსურს ხმამაღლა განვაცხადო ეს, ჩვენი მომზადებიდან, მზადყოფნიდან და რესურსებიდან გამომდინარე,” – განაცხადა პრეზიდენტმა 5 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრისას, ”რა თქმა უნდა, არც ველით და არც გვსურს, რომ ჩვენს მიმართ რაიმე სახის შემოტევა ან აგრესია განხორციელდეს, მაგრამ მის მოსაგერიებლად მზად უნდა ვიყოთ”.


იგი მიესალმა თავდაცვის ბიუჯეტის 1.3 მლრდ ლარამდე ზრდას, რადგან ეს ”ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია”.


მისი თქმით, 30 ათასიანი ქართული ჯარის აღჭურვის პროცესი უახლოეს პერიოდში ბოლომდე დამთავრდება. ამას გარდა, საქართველოს მომავალი წლისთვის 100 ათასი ახლადმომზადებული რეზერვისტი ეყოლება.

Back to top button