
კონფლიქტის ზონის მახლობლად სამი ქართველი დააკავეს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად, ახალგორის რაიონის სოფელ მონასტერში გუშინ, გვიან ღამით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ”ტაო-ბაკნის” თანამშრომელი დავით გალეგაშვილი, 13 წლის ბავშვი და მისი მამა.
ინფორმაციას დაკავების შესახებ ქართული მედია ავრცელებს. ჯერ-ჯერობით კომენტარები არ კეთდება არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც ”ტაო-ბანკში”.
თუმცა, 27 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ ოსმა სამრთალდამცავებმა 26 აგვისტოს ლენინგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, როდესაც ისინი თვითგამოცხადებული რეგიონის შსს-ს პოსტებს ფოტოებს უღებდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, მათ არ აღმოაჩნდათ არანაირი დოკუმენტი და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გადაკვეთეს საზღვარი.
ამავე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია გამოძიება და დაკავებულებს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ.