skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: საქართველო რუსეთის სამშვიდობო როლს ძირს უთხრის

საქართველო რუსეთის დისკრედიტაციას ცდილობს, რათა ძირი გამოუთხაროს ამ უკანასკნელის წამყვან როლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 22 აგვისტოს.


თბილისის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსულმა საფრენმა აპარატმა 22 აგვისტოს კოდორის ხეობის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია უსაფუძვლოა, განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს”.


”რუსეთის დადანაშაულებით, საქართველო ცდილობს გამოდევნოს რუსული მხარე რეგიონიდან და რუსი სამშვიდობოები დასავლური სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლებით ჩაანაცლოს,” – დასძინა მან.


ნიუ-იორკში პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიჩნევს რუსეთს შუამავლად კონფლიქტების მოგვარების პროცესში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ თბილისი აცნობიერებს რუსეთის მნიშვნელოვან როლს რეგიონში და მზად არის მოსკოვთან დიალოგი განაგრძოს, თუმცა, არა როგორც შუამავალ ქვეყანასთან.   



 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button