ახალი ამბები
ცხინვალში დაკავებული სამი ქართველი გათავისუფლებულია
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 27 აგვისტოს გაათავისუფლა წინა დღეს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის ბიჭი, იტყობინება ქართული მედია.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამი ქართველი სოფელ მონასტერში დააკავეს, როდესაც ისინი თვითგამოცხადებული რეგიონის შსს-ს პოსტებს ფოტოებს უღებდნენ. დაკავებულთა შორის იყოა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით გალეგაშვილი, რომელიც ამჟამად TAO-Bank-ის ფინანსური მენეჯერია.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მათ არ აღმოაჩნდათ არანაირი დოკუმენტი და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გადაკვეთეს საზღვარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)