skip to content
ახალი ამბები

სადავო შენობების დაცლა დასრულდა

სამი შენობა, რომელთაგან ერთში საქართველოს მწერალთა კავშირი იყო განთავსებული, მეორეში მასმედიის სხვადასხვა საშუალებები, ხოლო მესამეში პოლიტიკური პარტია უკვე დაიცალა. ხელისუფლება გეგმავს, რომ სამივე შენობა აუქციონის წესით გაყიდოს.


საქართველოს მწერალთა კავშირმა მე-19 საუკუნის შენობა, რომელიც თბილისის ცენტრში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარეობს, 21 აგვისტოს ღამით დაცალა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა. შენობა, რომელიც ქართველი მეწარმის და ფილანტროპის დავით სარაჯიშვილის საკუთრება იყო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამ უკანაკსნელმა მწერლებს უსახსოვრა.


ხელისუფლებამ 20 აგვისტოს ასევე დააცლევინა ის შენობა, სადაც ჟურნალისტთა კავშირის ოფისი იყო განთავსებული. ამ შენობის ფართს რამდენიმე გაზეთი ქირაობდა, მათ შორის ”საქართველოს რესპუბლიკა” და ”ახალი შვიდი დღე”.


21 აგვისტოს ღამით, შენობა ასევე დააცლევინეს ოპოზიციურ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას. პარტია ამ შენობაში 90-იანი წლების დასაწყისიდან იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც მას საოფისე ფართი ხელისუფლებამ გადასცა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button