ახალი ამბები

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შემსწავლელი კომისია შეიქმნა

საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივების შემსწავლელი კომისია შეიქმნა დღეს მთავრობის სხდომაზე, რომელსაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელბით დაკომპლეკდება.
 
”ეს კომისია იფუნქციონირებს იმ პერიოდის განმავლობაში სანამ არ შეისწავლის ყველა დადებით და უარყოფით ფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან საქართველოში”, – განუცხადა 16 აგვისტოს ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა.
 
მისი თქმით, ამ დროისთვის ისეთ კონკრეტულ საკითხებზე თუ სავარაუდოდ სად აშენდება, ან როდის დაიწყება მშენებლობა ატომური ელექტროსადგურის ნაადრევია და ”ყველაფერს აღნიშნული კომისია დაადგენს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button