
ახალი ამბები
რუსი ექსპერტეიბი თბილისში სპეცრეისით ჩამოვლენ
დღეს მოსკოვიდან თბილისში სპეცრეისით რუსეთის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრება, რომელიც ქართულ მხარესთან ერთა მონაწილეობას მიიღებს 6 აგვისტოს ავიაინციდენტის გამოძიებაში, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 15აგვისტოს.
ჯგუფის შემადგენლობაში შედის რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების უფროსი იგორ ხვოროვი, საგანგებო დავალებათა ელჩი, დსთ-ს ქვეყნების სპეც-წარმომადგენელი ვალერი კენიაკინი და სპეციალისტები რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან.
”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნული რუსულ-ქართული ურთიერთქმედება მომხდარის ობიექტურად გარკვევის საშუალებას მისცემს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.