თბილისი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების ტერმინოლოგიას აპროტესტებს
ტერმინი ’სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის’ გამოყენებამ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ბრძანებულებაში, საქართველოს ოფიციალური პირების პროტესტი გამოიწვია.
კრემლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 14 აგვისტოს გამოაქვეყნა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება განათლების სფეროში დამსახურებული მოღვაწეობისთვის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 12 მაცხოვრებლის რუსეთის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ. სიაში დე ფაქტო განათლების მინისტრი ალლა ჯიოევაც არის. ის განკარგულებაში მოხსენიებულია, როგორც ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრი.”
”რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უკვე პრეზიდენტის განკარგულებების დონეზე,” განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)