ახალი ამბები

თბილისი ევროკავშირს 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს

ქართული მხარე ევროკავშირს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს ექსპერტთა დამოუკიდებელი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლას და შემოწმებას.
 
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წამრომადგენელთან პიტერ სემნებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გელა ბეჯუაშვილმა პიტერ სემნების უახლესი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ 6 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის და იმ ნაბიჯებზე რაც ქართულმა მხარემ გადადგა ამ თავდასხმის შემდეგ.

Back to top button