
ახალი ამბები
ბათუმში ავტონომიების ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ
დღეს ბათუმში სამდღიანი კონფერენცია ”თანამშრომლობა ინტეგრაციისა და განვითარებისთვის” გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები დიმიტრი სანაკოევი და ლევან ვარშალომიძე.
დიმიტრი სანაკოევის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შემუშავებისა და მთავრობის მუშაობის პრინციპები.
კონფერენცია ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” და ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით ტარდება.