skip to content
ახალი ამბები

”მაგთიკომი” მთავრობას ერთიან on-line ქსელს შეუქმნის

საქართველოს მთავრობა 10 აგვისტოს მემორანდუმს აფორმებს კომპანია ”მაგთიკომთან”, რომელიც ერთიანი სამთავრობო ქსელის შესაქმნელად მთავრობას შესაბამის მომსახურებას გაუწევს.


მაგთიკომი შექმნის უახლეს ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ქსელს, რომელიც პირდაპირ რეჟიმში დააკავშირებს ერთმანეთთან სამთავრობო სტრუქტურებს, შესაძლებელს გახდის ყველა ტიპის ციფრული მონაცემების მიმოცვლას ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებს შორის. ეს საქართველოში ”ელექტრონული მმართველობის” დანერგვის შესაძლებლობას ქმნის.

პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფორმაციის გაცვლის 500-მდე წერტილი შეიქმნება.


პარალელურად, ”მაგთიკომი” მთავრობას ყველა სახის ინტერნეტ-სერვისს შესთავაზებს, აცხადებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.


პროექტის განმახორციელებლად ”მაგთიკომი” შეარჩია სამთავრობო კომისიამ, რომელსაც რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე თავმჯდომარეობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button