We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

”გზა მშვიდობისა, კოკოითი” კამპანია ქუთაისშიც დაიწყო

დღეს ქუთაისში დაიწყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანია ”გზა მშვიდობისა, კოკოითი”, რაც ოსურ ენაზე ასე ჟღერს: ”კოკოითი ფანდარასტ”. 


”ქუთაისში ოსი ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც უნდა გახდეს მთავარი ძალა ჩვენი მოძრაობის, რისი მიზანიც არის მოვაშოროთ ჩვენს ერს კოკოითი,”- განაცხადა დღეს ქუთაისში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა, რომელიც კამპანიის ინიციატორი მოძრაობის ”სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისათვის” ხელმძღვანელია.


ანალოგიური მშვიდობიანი კამპანია თბილისში 5 აგვისტოს დაიწყო. ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამ მოძრაობის ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება.

Back to top button