skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სექტემბერში თბილისის შსკ-ს სხდომაში

ცხინვალი მზადყოფნას გამოთქვამს  მონაწილეობა მიიღოს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში თბილისში, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება; თუმცა იმ პირობით, თუ იარსებებს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები.


ამის შესახებ შეთანხმებას შსკ-ს რუსული, ჩრდილოეთ ოსური და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციების  შედეგად მას შემდეგ მიაღწიეს, რაც რუსულმა მხარემ თბილისისგან შესაბამისი თანხმობა მიიღო, აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 აგვისტოს.


საქართველოს ორი დღეა სტუმრობს კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი, რომელმაც თბილისსა და ცხინვალში შეხვედრები გამართა.


შსკ-ს პლენარული სხდომა საქართველოს დედაქალაქში  9-10 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა ჩაიშალა სამხრეთ ოსური მხარის უარის გამო, რომელმაც უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის მოტივით თბილისში ჩამოსვლა არ ისურვა.

This post is also available in: English

Back to top button