
სოხუმი კოდორთან ახლოს სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება
ექვსი ათასამდე სამხედრო და რეზერვისტი მიიღებს მონაწილეობას 20-24 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ოპერატიულ-ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებში, რომელიც ოჩამჩირესთან ახლოს და პოლიგონ ”წებელდაზე”, კოდორის ხეობის სიახლოვეს გაიმართება.
”სწავლება არ არის კავშირში კოდორის ხეობის სიახლოვესთან. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ იქ ერთ-ერთი პოლიგონი მდებარეობს,”- განუცხადა აფხაზეთის ლიდერის ოფიციალურ ვებ-გვერდს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაკან ნანბამ.
მისი თქმით, ”წებელდას” პოლიგონზე საცეცხლე სროლები გაიმართება სამხედრო ავიაციის მონაწილეობითაც.
ამავე ცნობით, წვრთნების დროს ჩატარდება რეალურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული ოპერაციები, მაგალითად თავდაცვის ხაზის დაკავება, მთის პირობებში თავდაცვითი ბრძოლა და ასე შემდეგ.
This post is also available in: English