skip to content
ახალი ამბები

არველაძე: ”ჰილტონს” საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურს

ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანია ”ჰილტონს” რუსთაველის გამზირზე მდებარე იუსტიციის სამინისტროს შენობის შეძენა სურს.


”ჰილტონისგან გვაქვს კონკრეტული თანხმობა… მათ აინტერესებთ არა მარტო ეს შენობა, არამედ სხვა შენობებიც… მათი წინადადებებია: გახსნან ერთი სასტუმრო იუსტიციის სამინისტროს ადგილას, მეორე კიდევ სხვა ადგილას თბილისში, აინტერესებთ ბათუმი და სიღნაღი… ჩვენ თუ ამ პაკეტს მივიღებთ, ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ეკონომიკაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს 31 ივლისს გიორგი არველაძემ.


იუსტიციის სამინისტროს შენობის საწყისი ფასი სავარაუდოდ, 8-დან 12 მლნ აშშ დოლარამდე იქნება და გაიყიდება მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო განთავსდება. არველაძემ არ გამორიცხა, რომ შენობა ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისდეს.


უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თბილისში შემოვიდნენ ისეთი ცნობილი სასტუმროები, როგორებიცაა ”კემპინსკი”, ”ჰაიატი”და ”ინტერკონტინენტალი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button