ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაში ეთნიკური ოსები მიიღებენ მონაწილეობას

დღეს მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” ინიციატივით ეთნიკური ოსი მოსახლეობის შეკრება გაიმართა, სადაც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დელეგატები აირჩიეს, მათ შორის 23 თბილისიდან, რომლებიც  22 ივლისს ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.


მოძრაობის სპიკერის ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, კონფერენციაზე განიხილავენ  საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრისა და ამ მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობის საკითხებს. დელეგატებისაგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კომისიასთან იმუშავებს.


 

Back to top button