skip to content
ახალი ამბები

“ზაჰესი” 41 მილიონ დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ჰიდროელექტროსადგური “ზაჰესი”  აუქციონის წესით 41 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.


19 ივლისს გამართულ აუქციონზე ჰიდროელექტროსადგური ქართულმა კომპანიამ “ბონასერ  ტრეიდ  ლიმიტედმა” შეიძინა. აუქციონზე საწყისი ფასი 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. 


აუქციონში მონაწილეობას კიდევ ოთხი კომპანია იღებდა, მათ შორის ჩეხური Energo-Pro.


2007 წლის მაისში “ბონასერ  ტრეიდ  ლიმიტედმა” სამეგრელოს რაიონში, “ჩხორჰესის” აქციების 74% შეიძინა 1,5 მილიონ აშშ დოლარად, ხოლო ქობულეთის რაიონში – “კინკიშაჰესი” 305 000 აშშ დოლარად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button