skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი გააკვირვა რუსეთის რეაქციამ კოდორის მოხსენებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 18 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია ”არ აცხადებს”, რომ რუსული ვერტმფრენები მონაწილეობდნენ 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


”ამრიგად, ძალიან გავოცდი, როდესაც ასეთი განცხადება მოვისმინე რუსული მხრიდან,” – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხელს თბილისისკენ იშვერს, აცხადებს რა, რომ 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე განხორციელებული თავდასხმა ”პირველ რიგში ქართულ მხარეს აწყობდა”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button