skip to content
ახალი ამბები

ბან გი მუნი: კოსოვო პრეცედენტი არ არის

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა 16 ივლისს განაცხადა, რომ კოსოვო უნიკალური შემთხვევაა და მისი დამოუკიდებლობა არ გახდება პრეცედენტი სხვა რეგიონებისთვის.


”კოსოვო უნიკალური საკითხია და მან არ უნდა შექმნას რაიმე პრეცედენტები,” – განაცხადა მან ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.


გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ კოსოვოს საკითხის მოგვარების  შემდგომ გაჭიანურებას ”ძალიან ნეგატიური ზეგავლენა ექნება არა მხოლოდ კოსოვოზე, არამედ მთელს რეგიონზე”. 


თომას ფინგარმა, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილემ და დაზვერვის საბჭოს ხელმძღვანელმა 11 ივლისს განაცხადა, რომ ”საქართველოში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა ურთიერთკავშირში იყოს რეგიონის გარეთ, კერძოდ კოსოვოში მიმდინარე მოვლენებთან,” რადგანაც რუსეთმა მიანიშნა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას შესაძლოა უპასუხოს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებით.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button