
არველაძე ელექტროკავშირის მიერ დაწესებულ გადასახადს ’უკანონოს’ უწოდებს
კომპანია ”საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის” (ელექტროკავშირი) მიერ 15 ლარის ოდენობით დამატებითი გადასახადის დაწესება ინტერნეტ-ოპერატორი კომპანია ”Caucasus Online”-ის აბონენტებისთვის ”უკანონოა”, განაცხადა დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ.
”ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ.
”გაერთიანებულმა ტელეკომმა” DSL-ის მოხმარებისათვის ”Caucasus Online”-ის აბონენტებს დამატებითი გადასახადი 1 ივლისიდან, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გვერდის ავლით დაუწესა.
მინისტრმა მომხმარებლებს მოუწოდა არ გადაიხადონ ეს გადასახადი, ხოლო მათთვის, ვინც ეს თანხა უკვე გადაიხადა, სამინისტრო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად შეიმუშავებს მექანიზმს გადახდილი თანხის მომავალ გადასახადებში გაექვითვის მიზნით.
მინისტრი ინფორმაციით, 13 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია დაადგენს ელექტროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენების ტარიფებს.