skip to content
ახალი ამბები

ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა ქუთაისის ვიცე-მერი ომარ კიკვაძე, საკრებულოს ერთი წევრი და მუნიციპალიტეტის კიდევ 15 მაღალჩინოსანი დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.


ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში კუდ-მა 6 მეწარმეც დააკავა.


კუდ-ის წარმომადგენლის იოსებ თოფურიძის განცხადებით, ქუთაისელ ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ სახელმწიფოს კუთვნილი 600 ათასი ლარის მითვისებაში.


”მაგრამ დღეს ეს ფული ხალხთან არის და ამ ფულით დარიგდება პენსიები,”- განაცხადა თოფურიძემ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button