skip to content
ახალი ამბები

ასტანაში ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი იმართება

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები და ბიზნესმენები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეიკრიბნენ, სადაც 2 ივლისს დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე Invest in Georgia ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს წარადგენენ.


ფორუმში, რომელზეც საბანკო სექტორზე, უძრავ ქონებაზე, ტურიზმზე და აგრობიზნესზე გამახვილდება ყურადღება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა მიიღებენ მონაწილეობას.


ყაზახეთი გასულ წელს საქართველოს მესამე უმსხვილესი ინვესტორი იყო, რომლის ინვესტიციამაც 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


საქართველოს ხელისუფლება წელს გეგმავს მთელი რიგი ფორუმების გამართვას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენის მიზნით. ოქტომბერში ანალოგიური ღონისძიებები გაიმართება ვენასა და ლონდონში, ნიუ-იორკში ნოემბერში და ნიუ დელიში დეკემბერში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button