skip to content
ახალი ამბები

ივლისიდან თბილისის მუნიციპალური ტრანსპოტით მგზავრობა ძვირდება

1 ივლისიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით  – მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 20 თეთრიდან 40 თეთრამდე ძვირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 2 თვის წინ თბილისის საკრებულომ მიიღო.


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ბესო ჟღენტის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ შეეხება იმ სოციალურად დაუცველ ფენებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში და აქამდეც სარგებლობდნენ შეღავათებით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button