ახალი ამბები

ახალი აფხაზური ტელევიზია მაუწყებლობას იწყებს

ახალი დამოუკიდებელი აფხაზური ტელევიზია ”აბაზა” 26 ივნისს მაუწყებლობას იწყებს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


ახალი ტელეკომპანიის მფლობელი აფხაზი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ბესლან ბუთბაა.


”ჩვენ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გვექნება… და ჩვენ არ დავექვემდებარებით არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას,” – განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რუსლან ხაშიგმა 25 ივნისს.


ტელეკომპანია დღეში ორჯერ რუსულ ენაზე გაუშვებს საინფორმაციო გადაცემებს. ხაშიგმა განაცხადა, რომ საინფორმაციო გადაცემები აფხაზურ ენაზე კვირაში ერთხელ გადაიცემა.


ახალი ტელევიზია, რომელიც კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ტელევიზიას, სოხუმის და გულრიფშის რაიონებს დაფარავს.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button