ახალი ამბები

დეპუტატი ოქრუაშვილთან მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შესაძლო ალიანსზე საუბრობს

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნაზი არონიამ არ გამორიცხა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის ნაწილი შესაძლოა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდში აღმოჩნდეს.


”ძალიან ბევრი მათგანი [დეპუტატი] შესთავაზებს თავის თავს ოქრუაშვილს იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა არ გვსიამოვნებდეს ეს, ხალხის მოსაზრებაზე დაყრდნობით თუ ვიტყვით, ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საკმაოდ რეიტინგულია ოქრუაშვილი, ”- განუცხადა დღეს ”რუსთავი 2”-ს ნაზი არონიამ.


მან ოქრუაშვილის პოტენციური მეკავშირეების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.


გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი უახლოეს ხანებში ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას და 2008 წლის არჩევნებზე ხელისუფლების ოპონირებას გეგმავს.


ირაკლი ოქრუაშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირემ, გასული წლის ნოემბერში დატოვა მთავრობა მას შემდეგ, რაც იგი თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირად გადაიყვანეს. მაშინ მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button