ახალი ამბები

სეპარატისტები სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი დღეს სოხუმში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომაზე ”დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის” თანამეგობრობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ამ მიზნით შეღავათიანი რეჟიმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.


სეპარატისტების განცხადებით, თბილისი და კიშინიოვი ეკონომიკური ზეწოლის გზით ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს თვითგამოცხადებულ რეგიონებში.


”ჩვენ წინ აღვუდგებით ამას, თუ გავააქტიურებთ სახელმწიფოთა შორის ვაჭრობას აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს შორის,”- იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი დნესტრისპირეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ევგენი შევჩუკის სიტყვებზე დაყრდნობით.



 

Back to top button