
ახალი ამბები
2008 წლის არჩევნებამდე სიები კიდევ ერთხელ გადამოწმდება
2007 წლის ოქტომბერში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო სიების კარდაკარ გადამოწმების პრინციპით საარჩევნო სიების კიდევ ერთხელ დაზუსტებას. ამის შესახებ ცვლილება საარჩევნო კოდექსში დღეს პარლამენტმა განიხილა.
კანონპროექტი, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ასევე ითვალისწინებს საარჩევნო უბნების 2008 წლის 1 მაისისთვის შექმნას, რომელიც უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 1 500 ამომრჩეველს, ნაცვლად 2000-ისა.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაკვეთში ერთდროულად გაიმართება.