
ახალი ამბები
პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ეწვია
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში რეგიონის სრული ინტეგრაცია მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში.
”რეგიონში მოხდა სამი ცვლილება: სტაბილურობა და სიმშვიდე, მეორე ეს არის ელექტროენერგიის მუდმივი მომარაგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ეს არის კარგი გზა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
”ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, ამ ყურადღება არ მიქცეულ, დანგრეული ჯავახეთში არ დარჩება არცერთი ძირითადი ცუდი გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამოქმედდება სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პოტენციალი მთელი ძალით,” – დასძინა მან.
მიხეილ სააკაშვილი სტუდენტობას რეგიონში, სადაც მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილნი სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები, განათლების ღირსეულ პირობებს დაპირდა.