ახალი ამბები

ანთაძე ჩოჩიევს ცხინვალში შეხვდა

დღეს ცხინვალში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაცია და წყლის დეფიციტის პრობლემა განიხილეს.


შეხვედრას შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდა, იტყობინება  სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ცნობით,  ოსურმა მხარემ მოითხოვა დაზიანებულ წყალსადენთან  ოსი მუშების დაშვება. 


”ქართული მხარე ამტკიცებს, რომ სარემონტო სამუშაოები [წლის მილებზე] თავად წარმართა, რაც რეალობას არ შეესაბამება,  წყლის მიწოდების პრობლემა ცხინვალში კვლავაც რჩება,” – იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული და ოსური მხარეები წყალსადენს ერთობლივად ათვალიერებენ.

აპარატი ცხინვალის შეხვედრის დეტალებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button