ახალი ამბები

ლეიბორისტები საქართველოს დსთ-დან გამოსვლას ითხოვენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გამოსვლის საკითხს აყენებს, რადგან მისი თქმით, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე ორგანიზაციაში დარჩენა აზრს კარგავს.


”მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის დავალებით მიხეილ სააკაშვილმა მთლიანად ააფეთქა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რამაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის სრულ ბლოკადაში მოქცევა სავიზო რეჟიმიდან დაწყებული საქონლის გაცვლით დამთავრებული, დსთ-ში ყოფნამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და საქართველო იქიდან უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა.


მისი პრესკონფერენცია დროში დაემთხვა მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში, სადაც დსთ-ს ლიდერთა არაოფიციალური სამიტი იმართება.


”ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოსწორებას არ უშველის სააკაშვილის ფარისევლური ღიმილი დსთ-ს სამიტებზე და პუტინთან შეხვედრების დროს,” – დასძინა ნათელაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button