ახალი ამბები

სანაკოევი: ცხინვალის რეგიონში წყალსადენი შეკეთებულია

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა 6 ივნისს განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შეაკეთა დაზიანებული წყალსადენი კონფლიქტის ზონაში.


”ახლა, ცხინვალის წყლის სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებზეა დამოკიდებული უზრუნველყონ წყლის მიწოდება ცხინვალში,” – განაცხადა სანაკოევმა.


სამხრეთ ოსეთის მხარეს კომენტარი ამ განცხადებაზე ჯერ არ გაუკეთებია.


თუმცა, მანამდე ცხინვალის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოს მუშებს ქართულმა მხარემ არ დართო ნება წყალსადენი შეეკეთებინათ, რადგანაც თბილისის სურვილი იყო დროებით ადმინისტრაციას აღედგინა წყალსადენის ფუნქციონირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button