
ახალი ამბები
საქართველოში ღორის ცხელების ეპიდემიაა
საქართველოში აფრიკული ღორის ცხელება (მონტგომერის დაავადება) დაფიქსირდა, რის შედეგადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20 ათასი ღორი დაიღუპა.
ეს საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს და შესამაბისმა სამინისტროებმა საკარანტინო ღონისძიებების მითითებები მიიღეს.
”უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება არ გადადის სხვა ცხოველებზედა არ არის სახიფათო ადამიანისთვის. ადამიანებში არც დაავადებებს იწვევს და არც, მითუმეტეს, სიკვდილიანობას,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, საკარანტინო ზონიდან, რომელიც ამ ეტაპზე კახეთის რეგიონშია გამოცხადებული, ღორის ხორცის გატანა და ვაჭრობა იკრძალება.