ახალი ამბები

სამართალდამცავებმა 11 სახელმწიფო მოხელე დააკავეს

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ცალკეული საწარმოების ხელმძღვანელ პირებსა და კონტროლის პალატის თანამშრომლებს შორის კორუფციული გარიგების გამო 11 სახელმწიფო მოხელე დააკავა ორივე მხრიდან.

ეჭვმიტანილები საჯაროდ, მედიის თანდასწრებით დააპატიმრეს. მათ შორის არიან კონტროლის პალატის სამი თანამშრომელი, რომელთაც შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ცალკეული საწარმოების ხელმძღვანელებისაგან ქრთამის სახით აიღეს 250 000 ლარი.


კონტროლის პალატის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ ლევან ჭოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მის უწყებაში კორუფციული ფაქტები დაგმო.

მან ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა ყველა სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და შეაჩერა მიმდინარე სარევიზიო პროცესი მანამ, სანამ ”კეთილსინდისიერი და კვალიფიციური” კადრები არ ჩაანაცვლებენ მათ. 


 

Back to top button