skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს აზარტულ თამაშებში 21 წლის ასაკობრივი ცენზის დაწესებას

პარლამენტმა 129 ხმით 2-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ადმინისტრაციული გადაცდომის სახედ განისაზღვრება აზარტული თამაშობის ორგანიზატორის მიერ 21 წლამდე ასაკის პირის აზარტულ თამაშში მონაწილეობის დაშვება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


დეპუტატების ნაწილი სამორინეებსა და ტოტალიზატორებში დაშვების 21 წელზე მეტი ასაკობრივი ცენზის დაწესებას ითხოვს, რაც საბოლოოდ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს დადგინდება. 

თავდაპირველ ვარიანტში ასაკობრივი ცენზი 18 წლით იყო განსაზღვრული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button