We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები მოსკოვს სტუმრობენ

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები, ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფებიან, სადაც კონფლიქტების ზონებში ”დაძაბულობის ესკალაციის” საკითხებს განიხილავენ, იტყობინება ”ინტერფაქსი”.


4 ივნისს ”ინტერფაქსის” მოსკოვის ოფისში ორი სეპარატისტი ლიდერის პრესკონფერენცია გაიმართება.


სერგეი ბაღაფშმა 1 ივნისს განაცხადა, რომ თბილისი ”სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას” ახდენს და პირობა დადო, რომ აფხაზეთი დახმარებას აღმოუჩენს ცხინვალს საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. 



 

Back to top button