ახალი ამბები

აფზახეთში რუსი სამშვიდობოების როტაცია მიმდინარეობს

27 მაისს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გეგმიური როტაცია დაიწყო. 500 ახალი სამხედრო 2 ივნისამდე გადაიბარებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებსა და შეიარაღებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში, იუწყება ”აფსნიპრესი”.


ამავე ცნობით, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ძირითადად უცვლელი დარჩება.


21-25 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაშიც განხორციელდა რუსი სამშვიდობოების გეგმიური როტაცია.

Back to top button