ახალი ამბები

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის დელიმიტაციის საკითხებს განიხილავენ

თბილისში აზერბაიჯანელი ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების დადგენაზე მუშაობენ, აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 


აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს APA -ს ცნობით, უახლოეს ხანებში თბილისში ასევე იგეგმება ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით.


12 მაისს თბილისში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან  ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მალე მოაწერენ ხელს.


ორ ქვეყანას შორის საზღვრის 35% ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მათ შორისაა ”დავით გარეჯის” მონაკვეთიც. კლდეში გამოკვეთილი ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ნაწილია.



 

მსგავსი/Related

Back to top button