
ახალი ამბები
ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან ბოლო სამხედრო ეშელონი გავიდა
დღეს ახალციხის საბარგო სადგურიდან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბოლო ეშელონი გავიდა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
19 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი აზერბაიჯანის გავლით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.
ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე დარჩენილი სამხედრო ტექნიკა კი ავტომანქანებზე დაიტვირთება და შემდეგი კოლონა გიუმრის მიმართულებით 30 მაისს გაემგზავრება.
გეგმის მიხედვით ახალქალაქის სამხედრო ბაზა 2007 წლის შემოდგომამდე დაიხურება. ხოლო ბათუმში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.