skip to content
ახალი ამბები

სანაკოევი მერაბიშვილს და ბიზნესმენებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 23 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ესტუმრა და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.
 
მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფელ ქურთაში დაგეგმილია პოლიციის შენობის აშენება, სადაც განლაგდება სპეცდანიშნულების რაზმი.


”აქ არა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო ობიექტებიც შენდება,”- დასძინა მან. 


დღესვე სანაკოევი ასევე შეხვდა ”მრეწველთა” ლიდერს, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს.
 
თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ბიზნეს პროექტები, რომელშიც მისი კომპანია ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.
 
მისი თქმით, საინვესტიციო პროექტები ეხება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის და სავაჭრო ქსელის განვითარებას.
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button