skip to content
ახალი ამბები

სანაკოევი ოქრუაშვილთან შეხვედრას უარყოფს

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრია, იუწყება სანაკოევის პრესსამსახური.


”სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესცენტრი კატეგორიულად უარყოფს ”ინტერპრესნიუსის” მიერ ”სარწმუნო წყაროზე” დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დიმიტრი სანაკოევი შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს,”- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.


ამავე ცნობით, დიმიტრი სანაკოევი არ გეგმავს და არც ოქრუაშვილის მხრიდან წამოსულა შეხვედრის თაობაზე ინიციატივა.  


პრესსამსახურის ცნობით, სანაკოევი არ იცნობს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თუმცა ჰყავს მეგობარი, ბიზნესმენი გიორგი ოქრუაშვილი. 


ცოტა ხნის წინ, ”ინტერპრესნიუსი” ასევე იტყობინებოდა, რომ უახლოეს დღეებში ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, ოპოზიციური მიმართულების იქნება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button