
საქართველოს პრეზიდეტი სამძიმარს უცხადებს გურამ შარაძის ოჯახს
დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და პრესსპიკერმა დიმიტრი ქიტოშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით გურამ შარაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
”საქართველოს პრეზიდენტის სახელით მსურს დავგმო გუშინდელი უმძიმესი დანაშაული – ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს,” – განაცხადა ბრიფინგზე დიმიტრი ქიტოშვილმა.
მისი თქმით, დანაშაულის გახსნა სამართალდამცავების მაღალკვალიფიციური და ოპერატიული მუშაობის შედეგია.
”მინდა განვაცხადო, რომ საპატრულო პოლიციისა და ზოგადად სამმართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიული და ოპერატიული მუშაობის შედეგად, ეს დანაშაული არ დარჩა გაუხსნელი ისე, როგორც ეს აქამდე ხშირად ხდებოდა,” – განაცხადა დიმიტრი ქიტოშვილმა.
გურამ შარაძე 20 მაისს თბილისის ცეტრში მოკლეს. ამ დროისთვის დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება მკვლელობის მოტივი.