ახალი ამბები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

17 მაისს გამართული ხელახალი არჩევნების დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი იქნა არჩეული.


ხელახალი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გიორგი ნემსაძე 13 მაისს ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ საათში გადადგა. ნემსაძემ არჩევნები 19 ხმით მოუგო ნოდარ ახალკაცს, რომელმაც 13 ხმა მიიღო.  

ნემსაძის მოულოდნელმა განცხადებამ გადადგომის შესახებ ეჭვები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ მასზე ხელისუფების წამრომადგენლებმა ზეწოლა მოახდინეს. თუმცა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა 16 მაისს უარყო ეს ვარაუდები.


17 მაისის არჩევნებში ახალკაცმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, რადგანაც ნემსაძემ უარი განაცხადა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button