skip to content
ახალი ამბები

კოკოითმა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები გაათავისუფლა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ბორის ჩოჩიევი ახლადშექმნილი განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად მას შემდეგ დანიშნა, რაც ის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 16 მაისს ასევე იტყობინება, რომ კოკოითმა მიიღო გადაწყვეტილება დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის იური მოროზოვის მეორე მოადგილის – გიორგი სანაკოევის -დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


ბორის ჩოჩიევი, დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერად 2006 წლის დასაწყისში დაინიშნა მას შემდეგ, რაც საგანგებო საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. ამ სამინისტროს ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა.


თუმცა ჩოჩიევის მიმართ განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ის დღემდე ინარჩუნებს შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარის პოსტს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button