skip to content
ახალი ამბები

სოლანა მიესალმება საქართველოს ”პრაგმატულ” პოზიციას რუსეთის მიმართ

ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა  ხავიერ სოლანამ მოუწოდა საქართველოს ”შეინარჩუნოს პრაგმატული და კონსტრუქციული პოზიცია რუსეთის მიმართ, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით”, იტყობინება სოლანას პრესსამსახური.


15 მაისს ხავიერ სოლანა ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა და განიხილა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და თბილისის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.


სოლანა ასევე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს და პროგრესს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, იტყობინება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსამსახური. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button