skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ამერიკელი გენერალი ესტუმრება

ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი ტომ ჰობინსი 15-16 მაისს საქართველოს ეწვევა.  


გენერალი ჰობინსი თავის ქართველ კოლეგებს შეხვდება და განიხილავს, თუ რა მხარდაჭერა შეიძლება აღმოუჩინოს ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ერაყში სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში. 


აშშ-ს საჰაერო ძალებს სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის ფარგლებში თავისი ოფიცრები ჰყავს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე  რომლებიც ქართველ სამხედროებს ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში სამსახურისთვის ამზადებენ.


ამასობაში, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი გენერალი დევიდ პოიტრესი 15 მაისს თბილისში თავის ექვსდღიან ვიზიტს ასრულებს. 14 მაისს იგი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ზაზა გოგავას, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button