ახალი ამბები

ბურჯანაძე ქურთაში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ცხინვალის რეგიონში მიემგზავრება, სადაც ქურთას რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტთან დიმიტრი სანაკოევთან.


3 მაისს ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანაკოევთან საუბარი შეეხება თბილისის გეგმებს რეგიონში დროებითი ადმინისტრციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე.


მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა შეხვდეს რეგიონის სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითს.


ბურჯანაძის ვიზიტს ცხინვალის რეგიონში წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების ანალოგიური ვიზიტი 3 მაისს.


ცხინვალის რეგიონს პრეზიდენტის ახალი ინიციატივის ფარგლებში ასევე სტუმრობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის  – ”მრეწველებისა” და ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლები, რომელთან ასევე გამართეს მოლაპარაკებები დიმიტრი სანაკოევთან.


თბილისიდან რეგიონში ჩასულ ყველა ძალას შეხვედრაზე უარი უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.

Back to top button