
საქართველოს შსს-ს დელეგაცია ცხინვალში არ შეუშვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) გამოხატავს აღშფოთებას იმის გამო, რომ ”ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე” ცხინვალში არ შეუშვეს შსს-ს დელეგაცია, სადაც დაგეგმილი იყო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
”დე ფაქტო ‘’სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების’’ მხრიდან რეგულარული ხასიათი მიიღო სამართალდამცავთა თანამშრომლობისაკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის ეუთო-ს მიერ შემოთავაზებული პროექტების ჩაშლამ. დღევანდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს დე ფაქტო ‘’სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან’’ თანამშრომლობის სრულ უპერსპექტივობაში,”- ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ ოსურ მხარეს ჯერ-ჯერობით შეხვედრის ჩაშლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.