ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების განახლებას პრობლემებს ”უსაფუძვლოდ” უქმნის

ქართული მხარე აპროტესტებს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის თბილისთან შეუთანხმებელ შეხვედრას და აცხადებს, რომ მათი მცდელობა მოლაპარაკებების განახლება დაუკავშირონ კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებას, როგორც გაეროს რეზოლუციის მოთხოვნა, ”უსაფუძვლოა”.


”[გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის] დებულებები რუსული და აფხაზური მხარეების მიერ ისევ არასწორად და კონტექსტიდან ამოგლეჯით არის ინტერპრეტირებული… რეზოლუციის შინაარსი აბსოლუტურად არაორაზროვანია და არანაირად არ უკავშირებს მოლაპარაკების პროცესის განახლების საკითხს ზემო აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას,”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 აპრილს. 


ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის კონსტრუქციული დიალოგი გამართოს აფხაზურ მხარესთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.


”თუმცა სეპარატისტების მხრიდან, მათ შორის რუსეთის მხარის ზეგავლენის გამო, ამგვარი დიალოგის არანაირი სურვილი არ აღინიშნება,”- აცხადებს საგარეო უწყება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button