skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალურ ინიციატივასთან შეერთება სურს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნოტებით მიმართა ამერიკულ და რუსულ მხარეებს მიუერთდეს შშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2006 წლის 15 ივნისს სანქტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტზე წარმოდგენილ გლობალურ ინიციატივას ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.


ინიციატივის მიზანია გააერთიანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა ტერორისტების მიერ ბირთვული მასალებისა და რადიაქტიური ნივთიერებების შეძენის, მათი არალეგალური გადაზიდვის და გამოყენების, აგრეთვე, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის აღსაკვეთად.


”საქართველო აქტიურად არის ჩართული მასობრივი განადგურების იარაღის, მისი გადატანის საშუალებების და ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში… გლობალურ ინიციატივაზე მიერთება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სწრაფვას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ითანამშრომლოს პარტნიორ ქვეყნებთან ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში,”- ნათქვამია საგარეო უწყების 27 აპრილის განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button